გუბაზ სანიკიძე შესაძლოა, ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაერთიანდეს

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე „ეროვნული ფორუმის“ ყოფილ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

„მე გიდასტურებთ, რომ გუბაზ სანიკიძესთან თანამშრომლობა და კონსულტაციები ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. გადაწყვეტილება თავად გუბაზ სანიკიძემ უნდა მიიღოს, რა ფორმით და ვისთან ითანამშრომლებს. ასე რომ ყველაფერს თავის დროზე შეიტყობთ“, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ „მოამბეს“.

მისივე თქმით, რა სამომავლო გეგმები აქვს გუბაზ სანიკიძეს ამაზე თავად ისაუბრებს.

„ჩვენ გვაქვს ერთიანი ხედვა დღევანდელი პრობლემების თაობაზე, ასევე სამომავლო განვითარების თაობაზე და რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა ამაზე თავად გუბაზ სანიკიძე გიპასუხებთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, სავარაუდოდ, თებერვალ-მარტამდე ვერ ამოქმედდება”
შემდეგი სტატია“ყველა, განსაკუთრებით პრეზიდენთან დაკავშირებული პარტიები, არიან ბინძური, გაფუჭებული, ცინიკური და ანტინაციონალური”