“საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, სავარაუდოდ, თებერვალ-მარტამდე ვერ ამოქმედდება”

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მისანიჭებლად, განახლებული შეჩერების მექანიზმის დაწესების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს.მისივე ვარაუდით, სავიზო ლიბერალიზაცია საქართველოსა და უკრაინისთვის თებერვალ-მარტამდე არ ამოქმედდება.

“განახლებული შეჩერების მექანიზმის დაწესების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება. მეეჭვება, საქართველოსა და უკრაინითვის ვიზალიბერალიზაცია თებერვალ-მარტამდე ამოქმედდეს” – წერს ჟურნალისტი.
ევროკავშრის საბჭო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე შეთანხდა, თუმცა შეთანხმება ძალაში მაშინ შევა, როდესაც განახლებული შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება.

banner
წინა სტატიაში“დიასპორის აპარატის სამინისტროს სახით გაუქმება შესაძლოა, საზიანო იყოს სახელმწიფო ინტერესისთვის”
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე შესაძლოა, ნინო ბურჯანაძის პარტიაში გაერთიანდეს