გრიგოლ ვაშაძე – იმ ჩანაწერებმა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, თვალნათლივ აჩვენა, რომ საქართველოს წინაშე მოწყობილია კრიმინალური შეთქმულება

იმ ჩანაწერებმა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ „რუსთავი 2“-ზე, იმ ჩანაწერებმა,რომელიც მოვისმინეთ ,,ომეგას“ საქმეზე და ,,იბერია ტვ“-ს საქმეზე, თვალნათლივ აჩვენა, რომ საქართველოს წინაშე მოწყობილია კრიმინალური შეთქმულება, – ამის შესახებ „გართიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატმაg გრიგოლ ვაშაძემ აბაშაში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეთქმულების მასშტაბები მხოლოდ ახლა გამოჩნდა, როდესაც საზოგადოებამ დაინახა, რომ ქვეყანას მართავენ არაკანონიერი, შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფებები, რომელთაც სახელმწიფო და ხელისუფლების სხვადასხვა შტოები დანაწილებული აქვთ ისევე, როგორც სიგარეტის ბაზარს იყოფდნენ იმ ფირებზე.

„რაც შეეხება ჟვანიას ოჯახს, ჯერ ეს იყო ტრაგიკული, მერე იყო სამარცხვინო და ისე ნუ იზამენ, რომ სასაცილო გახდეს. ყოველი არჩევნების წინ ამ ბოდვის განმეორება… ხელისუფლებამ, სჯობს, თავისი ჩარაზული კარები გააღოს, ციხესიმაგრესავით აშენებული კაბინეტებიდან გამოვიდნენ, ხალხს დაელაპარაკონ დ ნახავენ, რა ფრაზებით და რა სიტყვებით მოიხსენიებს მოქალაქე დღეს საქართველოს „ქურდულ ოცნებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები საუდის არაბეთში ფორუმს არ დაესწრებიან 
შემდეგი სტატიაგავრცელებული ინფორმაციები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული – აბაშიძე პუტინის მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს