გავრცელებული ინფორმაციები ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული – აბაშიძე პუტინის მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

ვლადიმერ პუტინის განცხადებას ლუგარის ლაბორატორიაში გენეტიკური ცდების ჩატარების შესახებ ზურაბ აბაშიძე პასუხობს.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ ცენტრის საქმიანობა გამჭვირვალეა.

საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მაღალი დონის ექსპერტების ჩართულობით, ლაბორატორიის საქმიანობის მონიტორინგი განხორციელდეს.

„რუსეთის სახელმწიფო უწყებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ამ ცენტრში ტარდება, რაღაც დახურული ცდები, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ნოემბრის შუა რიცხვებში იქ ტარდება საერთაშორისო სემინარი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები. სამწუხაროდ რუსეთის მხარემ მიუხედავად მოწვევისა უარი განაცხადა,“-ამბობს ზურაბ აბაშიძე.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე უახლოეს დღეებში ოფიციალური მისიის ჩამოსვლისა და ცენტრის საქმიანობის შესწავლის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიმართავს.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგანგაშო იქნება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე მართლაც მუშაობენ ბიოლოგიურ იარაღზე.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე – იმ ჩანაწერებმა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, თვალნათლივ აჩვენა, რომ საქართველოს წინაშე მოწყობილია კრიმინალური შეთქმულება
შემდეგი სტატია“ქვეყნის უმაღლესი პირველი პირის მკვლელობა ასევე არ დაექვემდებაროს არანაირ ხანდაზმულობის ვადას” – კონსტანტინე გამსახურდია