გრიგოლ ვაშაძე 40%, სალომე ზურაბიშვილი – 40% – Edison Research-ის ეგზიტპოლები ცნობილია

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების პირველადი შედეგი ცნობილია. გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით, ათასობით ამომრჩეველი საქართველოს მასშტაბით გამოკითხა.

დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ. პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

დეტალურად შედეგები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე – 40%

სალომე ზურაბიშვილი – 40%

დავით ბაქრაძე – 10%

შალვა ნათელაშვილი – 3%

დავით უსუფაშვილი – 2%

ზურაბ ჯაფარიძე – 2%

გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „Edison Research” ეგზიტპოლების პირველად შედეგებს აქვეყნებს. 16:00 საათის მონაცემებით გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი 40-40% აგროვებს, დავით ბაქრაძე კი 10%.

„ჩვენი სოციოლოგები მუშაობენ ამ დრომდე, ჩვენ ვაჩვენებთ 16:00 საათის მონაცემებს.

ორი კანდიდატი, რომელიც ყველაზე წინ არის და მათ შორის სხვაობა ძალიან მცირეა. ეს არის ბატონი ვაშაძე და ქალბატონი ზურაბიშვილი, მათ აქვთ 40-40%. ის რომ მეორე ტური იქნება ეს უკვე ცხადია“ -აცხადებს გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

„Edison Research”-ის წარმომადგენლებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ შედეგებში ცდომილება 3%-ია. გამოკითხვა 115 უბანზე ჩატარდა. 16:00 საათის მონაცემებისთვის 10 ათასზე მეტი ბიულეტინია დათვლილი.

ეგზიტპოლების ბოლო მონაცემები 22:00 საათზე გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე 40%, სალომე ზურაბიშვილი – 40% – Edison Research-ის ეგზიტპოლები ცნობილია
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ეგზიტპოლი- ზურაბიშვილი 52 %, გრიგოლ ვაშაძემ 28,1%