გრიგოლ ვაშაძე 40%, სალომე ზურაბიშვილი – 40% – Edison Research-ის ეგზიტპოლები ცნობილია

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების პირველადი შედეგი ცნობილია. გავლენიანმა კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ეგზიტპოლები „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩაატარა.

დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ. პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

დეტალურად შედეგები ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე – 40%

სალომე ზურაბიშვილი – 40%

დავით ბაქრაძე – 10%

შალვა ნათელაშვილი – 3%

დავით უსუფაშვილი – 2%

ზურაბ ჯაფარიძე – 2%

banner
წინა სტატიაშისაპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე 40%, სალომე ზურაბიშვილი – 40% – Edison Research-ის ეგზიტპოლები ცნობილია