Google-მა ზრდილობიან ბებიას მადლობა გადაუხადა

Google-მა ზრდილობიან ბებიას მადლობა გადაუხადა

Google-მა ზრდილობიან ბებიას მადლობა გადაუხადაGoogle-ს ბრიტანულმა წარმომადგენლობამ, ინგლისელ პენსიონერს მადლობა გადაუხადა, რომელიც თავის საძიებო მოთხოვნებს ძალიან ზრდილობიანი ფორმით წერს. შეტყობინება, რომლითაც კომპანიამ მადლობა გადაუხადა ბებიას, Google UK-ს “ტვიტერზე” გამოქვეყნდა.
“ძვირფასო ბებია ბენა. იმედია, კარგად ხართ. 7 მილიონი საძიებო მოთხოვნადან მხოლოდ თქვენმა გაგვაღიმა. და ეს 1998-ჯერ მოხდა. მადლობა თქვენ”.
მოგვიანებით, ზრდილობიანი პენსიონერის შვილიშვილმა საკუთარ “ტვიტერზე” ბებიასთან ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:
“ბოლოსდაბოლოს დავიყოლიე ფოტო გადაეღო ჩემთან”.

9 ივნისს ბრიტანელმა ბენ ჯონმა საკუთარ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა ბებიის კომპიუტერიდან ფოტო, რომელზეც საძიებო ფრაზა იყო გადაღებული, სადაც ბებიას ეწერა: გთხოვთ, გადამითარგმნეთ ეს რომაული ციფრები: MCMXCVIII. მადლობა.”. პოსტმა მომენტალურად დააგროვა 20 ათასი რეტვიტი და 30 ათასი მოწონება.
სოციალური ქსელის მომხმარებლები აღფრთოვანდნენ ბებიის საძიებო სისტემისადმი მიმართვით. კომენტარებში ბევრმა მათგანმა მოითხოვა, “გუგლსაც” გადაეხადა მადლობა ბებიასთვის.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტიურობა იქნება გადამწყვეტი რომ მივაღწიოთ დამოუკიდებელ სასამართლოს
შემდეგი სტატიავანო მაჭავარიანი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა