სამოქალაქო აქტიურობა იქნება გადამწყვეტი რომ მივაღწიოთ დამოუკიდებელ სასამართლოს

ალასთბილისის სააპელაციო სასამართლოსთან “თავისუფალმა დემოკრატებმა” აქცია “უსამართლო სასამართლო” გამართეს. პარტიის ლიდერებმა, მხარდამჭერებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ე.წ. კაბელების საქმეზე 5 უდანაშაულო ჯარისკაცის დაპატიმრების ფაქტი და ქვეყანაში არსებული უსამართლობა გააპროტესტეს.

აქციაზე იყო ლოზუნგები: ‘’სამშობლოს სამსახური არ ისჯება’’,‘’ უსამართლო სასამართლო’’, ‘’თავისუფლება ჯარისკაცებს’’, ‘’არ მიგატოვებთ’’, ‘’არ შეგრჩებათ’’. საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ლიდერები, ‘’კაბალების საქმის’’ ადვოკატები და მსჯავრდებულების ოჯახისწევრები. მათ სააპელაციო სასამართლოს მოუწოდეს, რომ არ შეასრულოს ხელისუფლების დაკვეთა და მხოლოდ და მხოლოდ სამართლის ნორმებით იხელმძღვანელოს.

ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულების ადვოკატებმა უკვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, რათა პრეზიდენტს მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნით მიმართონ.

აქციაზე, ირაკლი ალასანიამ ციხეში მყოფ სამხედროებს მიმართა და განაცხადა, რომ საზოგადოების ერთად დგომით და ზეწოლით უდანაშაულო ჯარისკაცების ტყვეობიდან გამოხსნა მოხდება და ‘’უსამართლო სასამართლოს’’ ამ გადაწყვეტილებას არც ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ და არც საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება.

“სასამართლო რომ თავისით გათავისუფლდეს, ეს ამ ხელისუფლების ხელში არ მოხდება, ამიტომაც გვაქვს აქცია “უსამართლო სასამართლო” და დარწმუნებული ვარ, რომ მურუსიძის ხელში ასეთად დარჩება, თუ ჩვენ არ შევცვალეთ. სამოქალაქო აქტიურობა იქნება გადამწყვეტი იმისთვის, რომ მივაღწიოთ დამოუკიდებელ სასამართლოს”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობის ბრალდებით ზუგდიდში ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაGoogle-მა ზრდილობიან ბებიას მადლობა გადაუხადა