Google-ის მეთაურმა 199 მილიონი დოლარი ბონუსად მიიღო

Google-ის მეთაურმა 199 მილიონი დოლარი ბონუსად მიიღო

კომპანია Google-ის მეთაური სუნდარ პიჩაი აშშ-ში ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი დირექტორი გახდა.
ინდოეთის მოქალაქე, 43 წლის პიჩაი კომპანიას ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს მას შემდეგ, რაც Google ჰოლდინგ Alphabet-ის ნაწილი გახდა. ადრე Alphabet-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად შეფასდა – მან Apple-იც კი ჩამოიტოვა.

ოფიციალური მონაცემებით, რომელიც Google-მა გამოაქვეყნა, მან ბონუსი 200 მილიონი დოლარი მიიღო. ამდაგვარად, კომპანიის ფასიანი ქაღალდები, რომელსაც ის ფლობს, დაახლოებით 650 მილიონ დოლარს შეადგენს.
ამასთანავე, Google-ის დამაარსებლების სერგეი ბრინას და ლარი პეიჯის კაპიტალი დაახლოებით 34 მილიარდ დოლარად არის შეფესებული.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, მალე მიიღწევა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: სანამ საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა MAP-თან დაკავშირებით