გომელაური სანქციების გამკაცრებაზე – ვფიქრობ, როცა აშავებ უნდა დაისაჯო კიდევაც

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ეხმაურება და ამბობს, რომ “როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც”. გომელაურის აზრით, კანონი, რომელსაც ცვლილებები შეეხო და სანქციები გამკაცრდა მანამდე ფაქტობრივად არ მუშაობდა.

“ადამიანი არღვევდა ათჯერ ამ კანონს 166-ე ან 173-ე მუხლს და შენიშვნით იფარგლებოდა ეს თემა. ეს ხდებოდა ხშირად და ახალისებდა ზოგზოგიერთებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, როცა აშავებ უნდა დაისაჯო კიდევაც.

მეც ვიქნები მოქალაქე, ჩემი შვილიც მოქალაქეა და ეს კანონი ყველაზე იმოქმედებს, არა მარტო, ამ შემთხვევაში როგორც ოპოზიცია ამბობს, ყველაზე იმოქმედებს, მათ შორის ჩემ შვილზე და ყველაზე”, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მიიღოს, რომელიც დამნაშავეებსაც გაათავისუფლებს
შემდეგი სტატიახვიჩია – პირველად მესმის ასეთი ტიპის ამნისტია, სადაც ბრალდებულის ნებაზეა დამოკიდებული, დანაშაული დეკრიმინალიზდება თუ არა