გომბორზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს ჯიპის ტიპის ავტომობილი შეეჯახა. გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი. ავტოსაგზაო შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია მობილიზებული.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშისუს – ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს გამოყენებულ იარაღზე ქართული წარწერების ფაქტზე ქართული მხარე სტრატეგიულ პარტნიორებთან უკვე თანამშრომლობს
შემდეგი სტატიაუცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარება – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა