სუს – ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს გამოყენებულ იარაღზე ქართული წარწერების ფაქტზე ქართული მხარე სტრატეგიულ პარტნიორებთან უკვე თანამშრომლობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა.

„უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში​„ჩვენი „კეთილმოსურნეები” ხშირად ამბობენ, თითქოსდა არის ინსტიტუციური პრობლემები” – იზორია ჯარს
შემდეგი სტატიაგომბორზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა