გოგორიშვილს ცესკო-ს სხდომაზე მიკროფონი წაართვეს

ხათუნა გოგორიშვილს, ცესკო-ს თავმჯდომარის მოთხოვნით მიკროფონი წაართვეს. დაცვის წევრები ხელით შეეხნენ ევროპული საქართველოს დეპუტატებს.

ჟვანიას აღშფოთება გოგორიშვილის განცხადებას მოჰყვა: “უნდა გრცხვენოდეთ, რომ სკოლის ბავშვებიც კი დაგცინიან, რომ გამრავლების ტაბულაც არ იცით. დღეს უკვე ამტკიცებთ, რომ წერა-კითხვაც არ იცით”.

ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში საოლქო ოქმების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ევროპული საქართველოდან სხდომას სერგი კაპანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან თარხნიშვილი, ოთარ კახიძე და გიორგი კანდელაკი ესწრებოდნენ. პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 30-ვე ოლქის საუბნო შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა.

ცესკო-ს სხდომიდან ხათუნა გოგორიშვილის გაძევებას კენჭი უყარეს, მაგრამ ვერ აძევებენ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია ოპოზიციას – თქვენი გადაყენებული არ გაიშვას
შემდეგი სტატიაგოგორიშვილი ჟვანიას: გრცხვენოდეთ, გამრავლების ტაბულაც არ იცით