გოგონათა გენიტალიების დამახინჯება დასჯადი ქმედება ხდება

იუსტიციიის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, გოგონათა გენიტალიების დამახინჯება კრიმინალიზებული ხდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დასამტკიცებლად, პარლამენტს გადაეგზავნება.

„დღეს მთავრობამ დაამტკიცა და მოიწონა ეს სიახლე – ქალის გენიტალიების დამახინჯების კრიმინალიზაცია. საქართველოს რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, სულ ახლახანს, გოგონებზე გაუგონარი ძალადობის ფაქტები გამოვლინდა, როდესაც სხვადასხვა ბასრი საგნით, ექიმის მეთვალყურეობის და ექიმის გარეშე, ტრადიციის სახელით, გენიტალიების დამახინჯება ხდება, რაც პირდაპირ სამედიცინო და ფსიქლოგიური გაგებით, მოცემულ პიროვნებას ანგრევს, არამხოლოდ ჯანმრთელობის კუთხით და ხანდახან სიკვდილსაც იწვევს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქალის ცხოვრებაში სერიოზულ სამედიცინო პრობლემებზე.

დღეს შევთანხმდით, რომ ეს ქმედება კრიმინალიზებული იქნება და მათ შორის, ექიმსაც გაუჩნდება ვალდებულება, როდესაც შეამჩნევს, რომ გოგონას ამგვარი „ოპერაცია“ აქვს ჩატარებული, სამართალდამცავ ორგანოებს აცნობოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი – 1332 მუხლიც, რომელიც ქალთა წინდაცვეთის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიკოსტავას ქუჩაზე მანქანის შეჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაქართველი სამხედროს საქმე – რა პოზიცია აქვს უკრაინის გენპროკურატურას ცერცვაძის შესახებ