გოგონა, რომელმაც პოლიციელი დაჭრა, შესაძლებელია ტერორისტების იდეოლოგიას იზიარებდეს

გოგონა, რომელმაც პოლიციელი დაჭრა, შესაძლებელია ტერორისტების იდეოლოგიას იზიარებდეს

გერმანიის პროკურატურა თვლის, რომ 15 წლის გოგონა, რომელმაც პოლიციელს ყელში დანა ჩაარტყა, შესაძლებელია “ისლამური სახელწმიფოს” მომხრე იყოს – წერს Focus-ი.
ექსპერტები თვლიან, რომ თავდასხმის მიზეზი პოლიტიკური მოსაზრება იყო. მათი მონაცემებით, თავდამსხმელი სირიასა და თურქეთში იყო, სადაც “ისლამური სახელმწიფოს” რადიკალური იდეების ზეგავლენის ქვეშ მოექცა. ის გერმანიაში უკან დედამ დააბრუნა.

შეგახსენებთ, რომ ჰანოვერში 15 წლის გოგონამ, რომელიც წარმოშობით მარიკოდან არის, პოლიციელს ყელში დანა ჩაარტყა. პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პროკურატურამ ყოფილ სამხედროებს სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიაგაერომ უკრაინას მოუწოდა ყირიმის ბლოკადის მონაწილეები დააპატიმროს