უკრაინის პროკურატურამ ყოფილ სამხედროებს სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი

უკრაინის პროკურატურამ ყოფილ სამხედროებს სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი

უკრაინის სამხედრო პროკურატურამ ქვეყნის ყოფილ სამხედრობს სახელმწიფო ღალატში დასდო ბრალი. საქმე სასამართლოს გადაეცა – ამის შესახებ უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა, ანატოლი მათიოსმა გაავრცელა.
ბრალდებები “სახელმწიფო ღალატისა” და “დეზერტირობის” მუხლით არის აღძრული, რომელიც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
“აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან იმაში, რომ მათ ფიცს უღალატეს 2014 წელს… დეზერტირობდნენ და შემდგომში ქვეყანა-აგრესორის სამხედრო სამსახურში შევიდნენ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ანხორციელებდა სამხედრო მოქმედებებს” – ამბობს მათიოსი.

2015 წლის აგვისტოში უკრაინის პროკურატურამ განაცხადა, რომ მას გააჩნია 8 ათასი სამხედრო მოსამსახურის სია, რომლებიც რუსეთის მხარეს გადავიდნენ. მაშინ მათეოსმა თქვა, რომ ყველა მათგანს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

banner
წინა სტატიაშისირია შუქის გარეშე დარჩა
შემდეგი სტატიაგოგონა, რომელმაც პოლიციელი დაჭრა, შესაძლებელია ტერორისტების იდეოლოგიას იზიარებდეს