გოგა ხაინდრავა – კაპიტანმა ეკა გიგაურმა 7 ნოემბრის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმის წევრებზე პრემიები გასცა

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ეკა გიგაურმა 7 ნოემბრის მოვლენებში მონაწილე სპეციალური რაზმის დანიშნულების წევრ და მათ ხელმძღვანელ 331 პირზე პრემიები გასცა.

ხაინდრავას მტკიცებით, გიგაური მას სამი წელია აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების გამო, ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში მიმდინარეობს დავა.
“საუბარია იმაზე, რომ კაპიტანი გიგაური ცდილობს, რომ თავისი ოფისის წარმომადგენლები ფარად ამოიყენოს იმ ტყუილებში, რომლითაც მესამე წელია სასამართლოს და ქართველ საზოგადოებას კვებავს. მისმა იურისტმა განაცხადა, რომ თურმე კაპიტანმა გიგაურმა ეს პრემიები გასცა ბარისახოს სასაზღვრო პუნქტის ერთ-ერთ ჯგუფზე,რომელიც შედგება 11 კაცისგან. კაპიტანმა გიგაურმა პრემიები გასცა 331 კაცზე, აქედან სპეცდანიშნულების რაზმის წევრებზე, მათ ხელმძღვანელებზე. აქ მაქვს საბუთები, რომელიც ამოვიღეთ არქივიდან. აქ არის საუბარი მაგალითად, ახალციხის, წითელი ხიდის, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხის, ბარისახოს ჯგუფებზე. ჩვენ გვაქვს ბრძანება, სადაც ჩანს, რომ 7 ნოემბერს ყაზარმულ მდგომარეობაზე იყვნენ გადაყვანილი ეს ჯგუფები, ყველას აქვს მონაწილეობა მიღებული ქართველი ხალხის დარბევაში 7 ნოემბერს”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავამ ასევე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციებზე და განაცხადა, რომ მათ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა სურთ. ხაინდრავას თქმით, ადამიანები, რომლებიც მსგავს ორგანიზაციებთან კარგი ურთიერთობების ქონას ცდილობენ, ხელისუფლების რიგებს ტოვებენ.

“სამწუხაროდ, ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი აყვა მათ. ოღონდ მათთან ურთიერთობა არ გაიფუჭონ და მზად არიან საკუთარი ღირსებაც შელახონ. ეს ყოვლად დაუშვებელია. ის ადამიანები, რომლებიც შემჩნეულები არიან ფლირტში ამ ორგანიზაციებთან, ნელ-ნელა ტოვებენ საქართველოს მთავრობას. მე ვფიქრობ, უკანასკნელი ცვლილებები მიანიშნებს ვინ არიან ესენი”, – განაცხადა ხაინდრავამ.

გოგა ხაინდრავა პროკურატურას მიმართავს, რომ მოიკვლიოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის განცხადების საფუძველზე ეკა გიგაურის 2007-2008 წლების საქმიანობა.

“მეთოფიშვილმა განაცხადა, რომ ის მუშაობდა იმ დაწესებულებაში, სადაც 2007-2008 წლებში ეკა გიგუარი მუშაობდა და პრაქტიკულად ყველაფერს განაგებდა. პირდაპირ იძახის, რომ ეჭვები იყო და რამდენიმე საქმე აღიძრა იმასთან დაკავშირებით, რომ გიგაური ტენდერებს აგებინებდა თავის ნათესავებს”, – განაცხადა ხაინდრავამ.

banner
წინა სტატიაში,, ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი კიდევ უფრო გავზარდოთ”
შემდეგი სტატიაჯანდაცვის მინისტრმა დაშავებული მეშახტეები მოინახულა