გოდოლაძე ვაშიჯვარში მერიის სამუშაოებზე – ასეთი კამიკაძეები ცხოვრებაში არ მინახავს

“ასეთი კამიკაძეები ცხოვრებაში არ მინახავს” – დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ამბობს, რომ გაუგებარია რატომ დაიწყო მერიამ მიწის “მოხსნის” სამუშაოები ვაშლიჯვრის მეწყრულ ფერდზე.

“სად ნახეს, რომ 800 კუბური მეტრი მიწის დაცვა ამ ფორმით შეიძლება, გაოგნებული ვარ. არ ვიცი რას აკეთებენ, ტრაქტორით დგანან მოძრავ მეწყერზე, მე ასეთი კამიკაძეები ცხოვრებაში არ მინახავს. ფერდი დაშლა არის ფაქტობრივად დაწყებული, რაღაც საინტერესო საინჟინრო გადაწყვეტილებებია, რომელთა ავტორებიც ჯერ ვერ დავადგინეთ, გერმანელები მსგავს სისულელეს არ იტყოდნენ”, – ამბობს თეა გოდოლაძე.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ 800 000 მეტრ კუბი მიწა შეიძლება დაიძრას ფერდიდან, რის გამოც გადაჭრით ვერ ამბობენ, რომ ადამიანები ადგილზე უსაფრთხოდ იქნებიან.

banner
წინა სტატიაში“სირცხვილიას” აქტივისტები კობახიძეს სასამართლოში უჩივლებენ
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა