გოდერძის უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რაც შეეხება გზის დანარჩენ მონაკვეთებს, გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა
შემდეგი სტატიაბოკერია ცქიტიშვილს: რა შუაშია აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან?