ბოკერია ცქიტიშვილს: რა შუაშია აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან?

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების ლიდერების ბრალდებას, თითქოს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ოპოზიციური აქციების ბრალია, სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური დაღია.

“რა შუაში იყო აქციები მეორე ტალღისთვის მომზადებასთან? მაგრამ ეს არის ხელწერა და მე ვიტყოდი, პოლიტიკური დაღი ივანიშვილის სამარცხვინო რეჟიმის და მისი პოლიტიკური არარაობების და კლოუნების გარემოცვის. ვხედავთ სრულ ქაოსს, რომელსაც, დიახ, ეწირება ადამიანების სიცოცხლე და მთელი ქვეყანა არის უმძიმესი სტრესის მდგომარეობაში”, – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიგოდერძის უღელტეხილზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებულთან ადვოკატების კონტაქტის გამო, შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გადიდო