გოცირიძე ფინანსთა მინისტრის: “აპირებთ თუ არა, კიდევ მომპაროთ ჩემი კანონი?”

“აპირებთ თუ არა, კიდევ მომპაროთ ჩემი კანონი?” – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ბატონო ლაშა, მინდა შეგახსენოთ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თქვენს მიერ გამოგზავნილი წერილი ჩემ ერთ საკანონმდებლო ინიციატიავასთან დაკავშირებით. მინდოდა მცირე ბიზნესისთვის შეღავათი დამეწესებინა და თქვენ მომწერეთ, რომ ეს საშინლად დაანგრევდა ჩვენს მწირ ბიუჯეტს. ეს ეხებოდა 100 000-ის ნაცვლად 200 000 ლარამდე მცირე ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლებას. გახსოვთ ეს თქვენ, თუ გინდათ მოგიტანთ თქვენს წერილს. გავიდა 3 თვე, მომპარეთ კანონი, შემოიტანეთ უკან და 200 000-ის ნაცვლად 500 000-მდე გაათავისუფლეთ ბიზნესი, დაუწესეთ 1%-იანი გადასახადი და ამით რა თქმა უნდა, გააკეთეთ კარგი საქმე. გპირდებით, რომ ბევრ კანონს დავწერ, დავდებ და მოიპარეთ. ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ქართველ ხალხს, მაგრამ 1% კი არ არის გადასახადი ამ ადამიანებისთვის, არამედ არის 19%. ჩემი კანონის მეორე ნაწილი დაგავიწყდათ – 100 000 ლარამდე დღგ-სგან თავისუფალია ბიზნესი 15 წლის წინ მიღებული კანონით. მაშინ, რამდენი დოლარი იყო 100 000 ლარი, რამდენის ყიდვა შეიძლება დღეს 100 000 ლარით, ჩამოდნა 100 000. დღგ რომ ყოფილიყო თუნდაც 200 000-ით გათავისუფლებული მაშინ, რაღაც კატეგორიის ადამიანებს ბრუნვიდან მართლაც 1%-იანი დაბეგვრა მოუწევდათ. დღეს, 100 000-დან 400 000-მდე 19%-ს იხდის მცირე მეწარმე. აპირებთ თუ არა ამ შეცდომის გამოსწორებას, აპირებთ თუ არა შემოხვიდეთ ინიციატივით და ეს ზღვარი აწიოთ, აპირებთ თუ არა, კიდევ მომპაროთ ჩემი კანონი?” – ამბობს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე: ჩვენი მიზანია, ერთად ვიზრუნოთ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ზრდაზე
შემდეგი სტატიაომბუდსმენი „საქპატენტის“ საქმეზე: დავადგინეთ ირაკლი კასრაძის შრომითი უფლებების დარღვევა