ომბუდსმენი „საქპატენტის“ საქმეზე: დავადგინეთ ირაკლი კასრაძის შრომითი უფლებების დარღვევა

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია „საქპატენტის“ საქმეს ეხმაურება და ადასტურებს, რომ საქმის შესწავლის შემდეგ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის, ირაკლი კასრაძის შრომითი უფლებების დარღვევა ომბუდსმენის აპარატმა ნამდვილად დაადგინა.

„ბატონმა დავით კასრაძემ მოგვმართა თავისი შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ. აღნიშნული საქმე შევისწავლეთ და მივიჩნიეთ, რომ ფაქტი, რომ მას ჩამოაცილეს თავისი შრომითი ვალდებულებები და მათი დელეგირება სხვა პირზე მოხდა, იმ ფორმით, როგორც ეს მოხდა, წარმოადგენდა მისი შრომითი უფლებების დარღვევას. ბატონი კასრაძის შემთხვევაში, ჩვენ დავადგინეთ მისი შრომითი უფლებების დარღვევა და მოვითხოვეთ, აღდგენილიყო თავის შრომით უფლებებში, თუმცა, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ეს არ განხორციელებულა“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

„საქპატენტის“ დღეს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მინდია დავითაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

ის Facebook-ზე წერს, რომ ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული მთავრობის ადმინისტრაცია. მის ამ განცხადებას „საქპატენტის“ რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის, ირაკლი კასრაძეც გამოეხმაურა და ის ნეპოტიზმსა და კორუფციაში დაადანაშაულეს.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე ფინანსთა მინისტრის: “აპირებთ თუ არა, კიდევ მომპაროთ ჩემი კანონი?”
შემდეგი სტატიაბითაძე: ოპოზიციას მოვუწოდებ, წაიკითხონ კანონპროექტები და სხდომათა დარბაზში მომზადებულები მოვიდნენ