გოცირიძე – ელჩების სავარაუდო მოსმენა საერთაშორისო სკანდალია – რუსებს რატომ არ უსმენენ?

ამერიკამ სამ მილიარდნახევარი დახარჯა საქართველოსთვის და ამ სახელმწიფოს როცა უსმენ, ეს იმას ნიშნავს რომ უსმენ ვიღაც სხვის სასარგებლოდ – რუსებს რატომ არ უსმენენ?- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა.

“ვენის კონვენციის დარღვევა არის საერთაშორისო სკანდალი, ეს არის ფაქტობრივად იმ ქვეყნებისადმი უნდობლობა და ჯაშუშური ქმედება, რომლებმაც საქართველო როგორც სახელმწიფო აქამდე მოიყვანეს. 30 წლის განმავლობაში, ამერიკის სახელმწიფომ სამ მილიარდნახევარი დახარჯა საქართველოს დემოკრატიიისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და ერთი ამდენი ევროკავშირმა, ამ სახელმწიფოს როცა უსმენ, ეს იმას ნიშნავს რომ უსმენ ვიღაც სხვის სასარგებლოდ, რუსებს რატომ არ უსმენენ? ერთი შემთხვევა გვაჩვენეთ როცა რუსი ჯაშუში ან მოსმენილ იქნა ან დაჭერილი. რუსეთის წარმომადგენლებს რატომ არ უთვალთვალებენ, იმიტომ რომ რუსეთის წარმომადგენელია ბიძინა ივანიშვილი და მილიარდები გამოატანა აქ ხელისუფლების შესაცვლელად,”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც, მამის არჩევის გამო, კაცი კინაღამ მოკლა
შემდეგი სტატიატიკარაძე – ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი