ხვიჩია – ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც, მამის არჩევის გამო, კაცი კინაღამ მოკლა

ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც, მამის არჩევის გამო, კაცი კინაღამ მოკლა – „ქართული ოცნება” ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან,- ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„თუ მართლა „ქართული ოცნების” კანდიდატის შვილის მიერ მოხდა დაჭრა, ის კანდიდატი უნდა მოიხსნას. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც მამის არჩევის გამო კაცი კინაღამ მოკლა, დაასახიჩრა. „ქართული ოცნება” პირველი, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს, ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან. ყველას ინტერესია, რომ ადამიანი კრიმინალის შედეგად არ გახდეს საკრებულოს წევრი”, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი – უსაფრთხოების ნებისმიერი სამსახური დაინტერესებულია, თვალი ადევნოს საფრთხეებს, რომელთა წინაშეც შესაძლოა, აღმოჩნდეს სახელმწიფო
შემდეგი სტატიაგოცირიძე – ელჩების სავარაუდო მოსმენა საერთაშორისო სკანდალია – რუსებს რატომ არ უსმენენ?