გოცირიძე : აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით ყველაზე უნამუსო განმარტებებს საქართველოს განათლების მინისტრი იძლევა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით ყველაზე არაადეკვატურ და უნამუსო განმარტებებს საქართველოს განათლების მინისტრი იძლევა- ასე ეხმაურება დეპუტატი და “ენმ”-ს წევრი რომან გოცირიძე ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებებეს:

“უჩინმაჩინის ფლოსტები!
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით ყველაზე არაადეკვატურ და უნამუსო განმარტებებს ( როგორც ყოველთვის) აწ უკვე მკითხავ-კომენტატორად ჩამოყალიბებული საქართველოს განათლების მინისტრი იძლევა. იგი ისეა როლში შეჭრილი, რომ ერთ დღეს ნაცარქექიაა, მეორე დღეს ხუთკუნჭულა, ხან მღვდელია, ხან რემბო და ხანაც კიდევ კომბლე. გუშინ შერლოკ ჰომსის სახით მოგვევლინა და ერთ წამში გახსნა საქმე: ჟურნალისტი საზღვარზე უსაბუთოდ გადადიოდა და აზებაიჯანელმა მესაზღვრეებმა
ამიტომ დააკავესო. კითხვაზე, თუ რატომ არ დააკავა ქართულმა მხარემ მანამ, სანამ იქეთა საზღვარს მიადგებოდაო, ჩვეული ჯოკონდას ღიმილით უპასუხა: უჩინმაჩინის ფლოსტები ეცვაო.
ამაზე დიდი სკანდალი ატეხა გატაცებულის მეუღლემ-არაა მართალი, ფლოსტები სახლში დარჩაო და ცხვირწინ აუფრიალა გამაუჩინარებელი ნივთი.
შერცხვენილმა ჯეჯელამ ერთი კი ჩაილაპარაკა, რაღაც ხომ არ მეშლება გათვლებშიო, მაგრამ მერე მუდამ განათებული გონება კიდევ უფრო გაუნათდა, სიმბოლური ჩიბუხი ( არ ეწევა) მაღლა ასწია და შეკრებილ ხალხს განუცხადა: ეს ჩუსტები არ არის ნამდვილი, მოვითხოვ სამხარაულის სახელობის ლაბორატორიაში ჩაუტარდეს ექსპერტიზაო. ჩაჯდა ამაყად მანქანაში და გაუდგა სუსისაკენ მიმავალ გზას, ენერგიის მორიგი პორციის მისაღებად.” წერს რომან გოცირიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში“რაც ნაკლები გაშუქება იქნება, მით უფრო დავიცავთ ბავშვების ინტერესებს. თვითდაზიანების ფაქტები სულ ხდება” – ჯეჯელავა “ლურჯ ვეშაპზე”
შემდეგი სტატიააფგან მუხტარლი ნამდვილად ჟურნალისტი აღმოჩნდა, გუშინ არასწორი ინფორმაცია მქონდა – ჯეჯელავა