“რაც ნაკლები გაშუქება იქნება, მით უფრო დავიცავთ ბავშვების ინტერესებს. თვითდაზიანების ფაქტები სულ ხდება” – ჯეჯელავა “ლურჯ ვეშაპზე”

ძალიან გთხოვთ, საკითხის პოპულარიაზაციას ნუ მოახდენთ. არანაირი თამაში არ არის, ეს არის ბავშვების თვითდაზიანება, რომლის პრევენციასაც ვაკეთებთ და დიდი თხოვნაა მედიასაშუალებებთან, რომ რეიტინგის დევნაში ნუ დაღუპავთ ბავშვებს, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გავრცელებული თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ საკითხზე დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

„მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ამ საკითხზე მინიმალურად მოხდეს საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ამ თემის პოპულარიზაცია მოხდეს. ძალიან ყურადღებით ვართ, სამართალდამცველებთან ერთად ყველა შემთხვევას ვიძიებთ და რაც ნაკლები გაშუქება იქნება, მით უფრო დავიცავთ ბავშვების ინტერესებს. თვითდაზიანების ფაქტები სულ ხდება, ხან ერთი მიზეზით, ხან – მეორე. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“აღშფოთებული ვარ იმის გამო, რაც აფგან მუხთარლის შეემთხვა“ – ევროპის საბჭოს კომისარი
შემდეგი სტატიაგოცირიძე : აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან დაკავშირებით ყველაზე უნამუსო განმარტებებს საქართველოს განათლების მინისტრი იძლევა