გოჩა მირცხულავა: პოლიტიკური პასუხისმგებლომა არ არის მისი ჰობი – არა!

“არ გამოვა ბიძინა ივანიშვილის აგდება, რომ კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე. დიახ, პოლიტიკური ცხოვრებისთვის იქნებ კარგია, მაგრამ სურვილის იქეთ აბსურდზე საუბარი და მსჯელობა, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, ჩვენს საზოგადოებას და პოლიტიკური სპექტრს მინიმუმ უხერხულად წარმოაჩენს.
შინაარსიბრივად სხვა კონტექსტია, მაგრამ იულიუს ცინცინატის არ იყოს – “კაცმა გუთანი ამჯობინა სამეფო სკიპტრას, აქ კი უბრალო სკამისათვის რა ამბავია….” პრემიერობაზე უარი თქვა – დენდროლოგიით არის ადამიანი გატაცებული და უფუნქციო პრეზიდენტად დაგიჯდებათ, თან პრეზიდენტის სასახლიდან ათონელზე გადმოვა? პოლიტიკური პასუხისმგებლომა არ არის მისი ჰობი – არა! კანდიდატი შერჩეული ჰყავს და დაგცინით, ვერ ხედავთ?”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა კადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიპრაღაში დღეს აბაშიძე – კარასინის მორიგი შეხვედრა იმართება
შემდეგი სტატიაჭიაბერაშვილი: “ოცნების” საპენსიო რეფორმა უმუშევრობას გაზრდის