გოჩა მირცხულავა: მეხუთე კოლონა და სასარგებლო იდიოტები ყველაფერს გააკეთებენ პროცოკაციისთვის

ბატონებო!
გადასარევად მესმის კონკრეტული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები (ფლანგების მიუხედავად). ისიც, ვის რა დღის წესრიგი აქვს. მაგრამ არის ცალკეული საკითხები რაზეც ქულების დაწერა და რომელთა ინტერპრეტირება მავნებლობა გახლავთ.
ერთ-ერთი ასეთი თემაა – საპატრიარქოს პოზიცია. მერამდენედ უნდა ავფეთქდეთ ერთსა და იმავე ნაღმზე? დააკვირდით ბოლო წლების პროცესებს და ფიგურანტებს. მეუფე იაკობის სკანდალები და მეუფე შიოს მდუმარება (ერთი ჯოხის ორი ბოლო) ყველაფერზე მეტყველებს. ვინმეს შეგიძლიათ გულწრფელად თქვათ, რომ ამ სკანდალების დროს არ დაზიანდა სახელმწიფო? პირიქით, უდიდესი ზიანი მიადგა. სიღრმეებში წასვლას ამ წამს აზრი არ აქვს. ნათლად და გასაგებად ვიტყვი. საპატრიარქომ, რომელსაც აშკარად ზურგს უმაგრებს მეზობელი სახელმწიფო, საქართველო – მისი ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, საზოგადოება და მთლიანად ქართველი ხალხი ცუნგცვანგში ჩააყენა. იმასაც დააკვირდით, როდის იწყებს რუსეთი ბორდერიზაციის პროცესის განახლებას. ახლაც ეს პროცესია. ხელისუფლებას უდიდესი სიფრთხილე მართებს, რადგან ამ დღეების განმავლობაში მეხუთე კოლონა და სასარგებლო იდიოტები ყველაფერს გააკეთებენ პროცოკაციისთვის. გაიხსენეთ 2008 წელი – მსოფლიოს ყურადღება პეკინისკენაა მიმართული (როგორც იტყვიან ოლიმპიადების დროს ომებსაც კი წყვეტდნენ) და რუსეთი საქართველოში საბრძოლო მოქმედებებს იწყებს. მეტყვით, რომ ახლა ამის თავი არ აქვს რუსეთს? აქვს! პირიქით, მისთვის ხელსაყრელი ვითარებაა. დასუსტებული მსოფლიო და ყოველი კონკრეტული სახელმწიფო საკუთარი და გლობალური გამოწვევის წინაშე. გაიხსენეთ დუგინის დოქტრინა და მისი ცნობილი ციტატა -ჩვენ საქართველოში არ გვყავს მოკავშირე პოლიტიკური ძალები, მაგრამ ჩვენი მოკავშირეა ქართველი ხალხი. გაიხსენეთ, რომ ქართველი ხალხი საკუთარი პარტიული თუ ღირებულებითი პოზიციის მიუხედავად გაერთიანებულია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამიტომ ხელისუფლებამ
კეთილი უნდა ინებოს და ამ ურთულეს ვითარებაში დანის პირზე გაიაროს.
რაც შეეხება ოპოზიციას – უნდა აღიაროს ყველა დროის ყველა ოპოზიციურმა ძალამ, მცირედი გამონაკლისის გარდა, რომ სწორედ ისინი იყვნენ მუდამ საპატრიარქოს მაშველი რგოლები და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საბჭოთა ინტელიგენციის კოჰორტასთან ერთად. უამრავ ფაქტს მოვიხმობ ამის დასტურად და არის კი საჭირო, ყველამ ხომ ყველაფერი კარგად იცის. ამიტომ ოპოზიციამაც უნდა გაიაროს დანის პირზე და მისი არჩევანი უნდა იყოს სახელმწიფო და არა მავნებლური განცხადებები მეუფე იაკობის ტონალობაში და მასთან უნისონში. აქვე, რამდენი კრიტიკული აზრიც არ უნდა გამოვთქვათ მედიის მისამართით, ცხადია – მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარება-ინფორმირებისთვის. ამ ვითარებაში, უმორჩილესი თხოვნაა, რომ მეტი გულისყურით, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას. დავაკვირდეთ, ხომ არ ვახდენთ უცხო და მტრულად განწყობილი ძალების ინტერესების რეალიზებას სრულიად უნებურად. ნუ აღმოვჩნდებით სასარგებლო იდიოტების როლში.
ამით შემოვიფარგლები ახლა.
ღმერთმა დალოცოს საქართველო!
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ!-წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა

 

banner
წინა სტატიაშიბერლინი-თბილისი რეისზე ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის პროცესში საეჭვო შესყიდვის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა
შემდეგი სტატიათბილისის ზღვის ჰოსპიტალში ჩატარებული 65 ტესტიდან კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია