“გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია”

გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას შტაბის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა.

ელჩის მოწოდებაა, ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად.

”გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია. დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან,” – აცხადებს კარლ ჰარცელი.

banner
წინა სტატიაშიენმ-ს მერობის კანდიდატმა ქუთაისში, კანდიდატურა მოხსნა
შემდეგი სტატიარატიანი: ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო