რატიანი: ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო

“მე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არასდროს არ ვლაპარაკობ ჩურჩულით, ვლაპარაკობ მხოლოდ იმას, რასაც ვფიქრობ. ჩვენი სამედიცინო სტრიქტურა არ არის, როგორც ევროპის წამყვან ქვეყანაშია, მათი ბიუჯეტი მკვეთრად განხვავდება ჩვენი ქვეყნის სამედიცინო სერვისების ბიუჯეტისგან.

აქედან გამომდინარე, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, თუნდაც ევროპის წამყვანი, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ეტაპზე ინფექციის გავრცელებასთან გვაქვს საქმე…

როდესაც პატრონი ან სასწრაფო მირეკავდა, ცხოვრებაში “არა” არ მითქვამს პაციენტის მიღებაზე, იმიტომ, რომ ეს ექიმობაა, იმიტომ გეუბნებიან – “დამეხმარე”, რომ შენი იმედი გააჩნიათ, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა, თითქმის ათი დღეა, ბევრი “არა” მაქვს ნათქვამი პაციენტის გადმოყვანისთვის, რაც სიმართლე გითხრათ, ეს გულსატკენია როგორც ექიმისთვის ”-განაცხადა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაში“გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია”
შემდეგი სტატიამსოფლიო რბენას საქართველოც უბრუნდება