გლდანში ,,პარტიზანი მებაღეების” აქტივისტი სცემეს

გლდანში პარტიზანი მებაღეების აქტივისტი სცემეს. ორგანიზაცია გლდანის მეოთხე მიკრორაიონში 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ, ვინაიდან მშენებლობასთან ახლოს სკვერი მდებარეობს.

პარტიზანი მებაღეები მუშების მხრიდან დაპირისპირებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ზეწოლასაც.

მშენებლობის წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობის 80% თანახმაა კორპუსის მშენებლობაზე. პარტიზანი მებაღეები კი, ყოველდღე მორიგეობენ და სამუშაო ადგილზე არ უშვებენ.

​პარტიზანი მებაღეების წარმომადგენლებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რათა აქტივისტის სხეულზე მიყენებული დაზიანებები დააფიქსირონ.

​პარტიზანი მებაღეები 5 საათზე აქციას აანონსებენ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

banner
წინა სტატიაშიქარტია: სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს
შემდეგი სტატიამალხაზ პატარაია: ივანიშვილმა ,,რუსთავი 2“ წაიღო სასამართლო გარდაიცვალა