ქარტია: სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენებით, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში” – ქარტია უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება.

„საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისადმი კრიტიკული ძლიერი ეროვნული მაუწყებლის ფუნქციონირება. ამასთან, აუცილებელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, თითოეული ჟურნალისტის სიტყვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების დაცვა.

მედიაპლურალიზმის ხელყოფა, პირველ რიგში, მნიშვნელოვნად დააზიანებს მაყურებლის, საზოგადოების უპირატეს ინტერესს, მიიღოს მრავალმხრივი და მისთვის სასურველი და საინტერესო ინფორმაცია” – აღნიშნულია ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშვედეთის ყოფილი ელჩი: ეს არის წინასწარ განზრახული უკან გადადგმული ნაბიჯი
შემდეგი სტატიაგლდანში ,,პარტიზანი მებაღეების” აქტივისტი სცემეს