გლდანში, ხერგიანისა და მაისურაძის ქუჩებზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის, საგზაო სამუშაოები ხერგიანის ქუჩაზე და მაისურაძის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ხორციელდება.
სამუშაოების შედეგად, ხერგიანის ქუჩაზე დაახლოებით, 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება, ეწყობა ფეხით საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 195 665 ლარია გათვალისწინებული.
მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე კი საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 4 422 კვ.მ ფართობზე ხორციელდება, იგება ორი ფენა ასფალტის საფარი, ეწყობა ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები. სამუშაოებისთვის 281 591 ლარია გათვალისწინებული.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან
შემდეგი სტატიაკინზინგერი ოცნებაზე: თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება