გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა

გლდანში მომხდარ ავტოავარიას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს გლდანში, “სმარტის” მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ახალგაზრდა მამაკაცი შუახნის მამაკაცს გზაზე გადასვლაში ეხმარებოდა რა დროსაც ორივე მათგანს BMW -ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. შუახნის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდამ კი საკმაოდ ძლიერი დაზიანებები მიიღო, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიახალი მოწვევის პარლამენტში მანანა კობახიძე საპარლამენტო თანამდებობას არ დაიკავებს
შემდეგი სტატიაუახლოეს დღეებში, წვიმიანი ამინდი და შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი