ახალი მოწვევის პარლამენტში მანანა კობახიძე საპარლამენტო თანამდებობას არ დაიკავებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

ახალი მოწვევის პარლამენტში მოქმედი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საპარლამენტო თანამდებობას არ დაიკავებს.

ინფორმაცია, რომ მანანა კობახიძე მეცხრე მოწვევის პარლამენტში თანამდებობას არ დაიკავებს, კობახიძის აპარატში ადასტურებენ.

თანამდებობაზე უარის თქმის მიზეზებზე მანანა კობახიძე ჯერ არ საუბრობს, თუმცა ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე მასთან კონსულტაციები მიმდინარეობდა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას სოფო კილაძე დაიკავებს, თუმცა საუბრობენ გედევან ფოფხაძის კანდიდატურაზე.

banner
წინა სტატიაშითურქეთში მცხოვრები ქართველები ქვეყნის ტერიტორიაზე გაზეთ „აფხაზიას“ გამოცემას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაგლდანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა