გლდანის რაიონში კიდევ ერთი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ამჯერად, შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩიქვანაიას N21-ში მდებარე სოციალური ადაპტაციის ცენტრში „აისი“ ჩატარდა.

პროექტისთვის დაახლოებით, 44 244 ლარი დაიხარჯა.

სპორტული მოედნის დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი ,,აისის“ ბენეფიციარებთან ერთად გაეცნო.

ჯამში, გლდანის რაიონში მიმდინარე წელს სპორტული მოედანი 9 მისამართზე რეაბილიტირდა. გარდა ამისა, ორ მისამართზე სრულიად ახალი ფეხბურთისა და ერთი კალათბურთის მოედანი ეწყობა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 2 650 000 ლარს მიიღებს
შემდეგი სტატიასაქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დაიწყებს ოპერირებას – დავითაშვილი