გლდანის ხევის N6–N6 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2020 17:01

გლდანის ხევის N6–N6 ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის ხევის N6–N6ა კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოები დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე დასრულდა.

პროექტის შედეგად, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა ღია სივრცის ტენისის მაგიდები. ასევე, მოეწყო სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 385 678 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სკვერი გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად დაათვალიერა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2020 17:01