გლდანის აგრარული ბაზარი გაიხსნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გლდანის აგრარული ბაზარი გაიხსნა.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ვასილ კვერნაძის თქმით, გლდანის ბაზარში ვაჭრობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს.

კვერნაძის თქმით, ბაზრის შესასვლელში არის დეზობარიერი, ასევე, შესასვლელში მომხმარებლებს ურიგდებათ პირბადეები. მისივე ინფორმაციით, დაცულია სოციალური დისტანცია.

კვერნაძის ინფორმაციით, დღეისთვის თბილისში 12 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს.

“ყოველდღიურად ხდება ბაზრებისთვის რეკომენდაციების მიცემა. შესაბამისად, ყოველდღიურად ველოდებით იმ ბაზრების სრულად ფუნქციონირების განახლებას, რომლებიც თბილისის ტერიტორიაზე კორონავირუსის გავრცელებამდე ფუნქციონირებდა”, – თქვა კვერნაძემ.

banner
წინა სტატიაშიივანე მაჭავარიანი : საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს აკეთებენ
შემდეგი სტატიაპროკურატურამ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, 6 პირს ბრალი წაუყენა