გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე შსს-მ ერთი პირი, 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ. დააკავა.

კიდევ ერთ პირს, 1974 წელს დაბდებულ დ.ხ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ აღნიშნა, შსს-მა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 19-ე და 109-ე მუხლებით, რაც დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლეობის მცდელობას გულიხსმობს. აღნიშნული საქმე გახსნილია.

მისივე თქმით, მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა იდენტიფიცირებული პირის და მასთან დაკავშრებული პირების ბინების ჩხრეკა. ამოღებულია იარაღი.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზიური ფოტო სოხუმში, ტელევიზიის შენობსათან მომხდარი აფეთქებიდან
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი : 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი არის „ქართული ოცნების“ „აღიარებითი ჩვენება“, რომ არ აპირებს დაპირებების შესრულებას