გივი თარგამაძეს გამომძიებლები საკუთარ სახლში გამოკითხავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გივი თარგამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საკუთარ სახლში გამოკითხავენ.

დეპუტატმა საგამოძიებო უწყებაში მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.

„მითხრეს, რომ სახლში ჩაატარებენ ამ საპროცესო მოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ადვოკატები რაიონში წავიდნენ, მზად ვარ, ადვოკატების გარეშე მივცე ჩვენება“, -აღნიშნა თარგამაძემ.

გივი თარგამაძის ავტომანქანა კოლმეურნეობის მოედანზე 4 ოქტომბერს, დაახლოებით, 21:30 საათზე აფეთქდა. მანქანაში, მძღოლთან ერთად გივი თარგამაძე იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა. დაიჭრა რამდენიმე გამვლელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : ვურჩევ მესამე სექტორს, არ ჩაერიოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში
შემდეგი სტატიასუს-ში „თავისუფალი ზონის“ წევრ ვაჟა მორგოშიას დაკითხვა დასრულდა