თეა წულუკიანი : ვურჩევ მესამე სექტორს, არ ჩაერიოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში

თეა წულუკიანი -

„მე არ ვერევი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში და ვურჩევ არასამთავრობო სექტორსაც, რომ მიბაძონ ამას,“ – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, მესამე სექტორმა თავი უნდა შეიკავოს საკონსტიტუციო სასამარტლოს საქმიანობასი ჩარევისგან და მათ თავად უნდა გადაწყვიტონ ვის აირჩევენ თავმჯდომარედ.

„მე არ ვერევი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში და ვურჩევ არასამთავრობო სექტორსაც, რომ მიბაძონ ამას და ვაცალოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, გადაწყვიტონ საკუთარი თავმჯდომარის ბედი, ისე როგორც მათ ეს სურთ და მოსამართლეებს მივცეთ დამოუკიდებლობის საშუალება. თუ იქნება ეს არასწორი არჩევანი, რა თქმა უნდა, თვითონ დაზიანდებიან პირველ რიგში, თუმცა, მე ვისურვებდი, რომ მომავალი თავმჯდომარე იყოს საზოგადოების მხრიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანი. იმიტომ რომ, ბატონი პაპუაშვილის პირობებში, ბოლო დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს ნდობის მსხვრევა მიმდინარეობდა მიზანმიმართულად,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იმის მიუხედავად , რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი კვორუმს ვერ აგროვებდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაინც აპირებდნენ საკნსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძის დანიშვნას, მესამე სექტორის პროტესტიც სწორედ ამ ინფორმაციას მოჰყვა.

banner
წინა სტატიაში“იყო დრო, როდესაც ფეხსაცმელებს მიწმინდავდა” – ირკალი ოქრუაშვილი კახა კალაძეს პასუხობს
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძეს გამომძიებლები საკუთარ სახლში გამოკითხავენ