სუს-ში „თავისუფალი ზონის“ წევრ ვაჟა მორგოშიას დაკითხვა დასრულდა

სუს-ში “თავისუფალი ზონის” წევრმა ვაჟა მორგოშიას დაკითხვა დასრულდა.

როგორც ვაჟა მორგოშიამ აღნიშნა, დეტალებზე, რაზეც გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა, ვერ ისაუბრებს.

“ჩვენების შესახებ ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელწრილი ჩამომართვეს და დეტალებს ვერ გეტყვით. მე ვარ დავით კირკიტაძის შტაბის წევრი და საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული საარჩევნო კამპანიაში. შესაბამისად ვერ ვახერხებდი მოსვლას, ამის შესახებ ოთხ ოქტომბერს წერილი უნდა ჩამებარებინა სუს-ში, მაგრამ კანცლარიამ არ ჩაიბარა. მიხეილ სააკაშვილს არასდროს შევხედრილვარ და არც უკრაინაში ვარ ნამყოფი, არანაირ დესტაბილიზაციას “თავისუფალი ზონა” არ გეგმავს”, – განაცხადა მორგოშიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე რჩებიან “თავისუფალი ზონის” წევრი მარიამ ბაშარული და ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლე ილია ნიკოლაიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძეს გამომძიებლები საკუთარ სახლში გამოკითხავენ
შემდეგი სტატიაირაკლი პეტრიაშვილი კომპანია „არემჯი გოლდის“ ბრალდებებს პასუხობს