გივი თარგამაძემ პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა

გივი თარგამაძემ პარტია „ევროპული საქართველო“ დატოვა.

საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ყოველთვის ვცდილობ, პოლიტიკაში თანმიმდევრული ვიყო. ამიტომ, ის, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის ერთ პარტიაში, მიუღებელია და იქნება სხვაშიც. რაც მიუღებელია უფრო გვიან შეძენილი თანამებრძოლისგან, ის მიუღებელია 30 წლოვანი მეგობრისგანაც. 2016-ში მე უარი ვთქვი საარჩევნო სიაზე, რათა პარტიისთვის მიმეცა განახლების, ახალი ძალების მოკრეფის მეტი თავისუფლება. მსგავსი ნაბიჯის არ თუ ვერ გადადგმა ჩემთვის გაუგებარია.

მეგობრობა რჩება მეგობრობად, ამ პარტიის მიმართ ჩემგან წარმატების სურვილი, თუმცა, უკვე გარედან, უცვლელია.

რაც შეეხება მომავალს – მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ვიბრძვი მთელი ძალებით, რაც გამაჩნია და იმედით, რომ ბრძოლის დასასრულს ცოცხალი შევხვდები. ივანიშვილმა მე ამაფეთქა, ჩემი ოჯახის წევრებზე იძალადა, მაგრამ მთავარია – სამშობლო დამიბეჩავა – ამიტომ, რაღა თქმა უნდა, მის მოსაშორებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ. ფორმა – მოიძებნება“, – წერს გივი თარგამაძე.

„ევროპული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე დღეს მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – მიმაჩნია, რომ დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას პარტიიდან წასვლა სამწუხარო და მცდარი გადაწყვეტილებაა
შემდეგი სტატიასმოლენსკის ტრაგედიის თარიღს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება