გივი თარგამაძე შსს კრიმინალური პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს. დეპუტატი საგამოძიებო ორგანოში ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, იგივე “სვანის” თემაზე, 5 საათზეა დაბარებული.
“ქვეყანაში შემოშვებული ქურდის ნაცვლად შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში დაკითხვაზე მე დამიბარეს”-აცხადებს თარგამაძე.
დავით გერლიანის საქართველოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გივი თარგამაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ქართველი კანონიერი ქურდის საქართველოში დეპორტაცია ოდესიდან მოხდა.