გივი თარგამაძე: ე.წ. კანონიერი ქურდებისგან გაიცა ოპოზიციის წევრების ცემის დავალება

ქართული ოცნების მხარდასაჭერად ოპოზიციის წევრებზე თავდასხმების დავალებებს ე.წ. კანონიერი ქურდები გასცემენ, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა გივი თარგამაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა და თქვა, რომ მსგავსი დავალებების გამცემი ცნობილი ქურდი შაქრო კალაშოვია, რომელიც დღესდღეობით ერევანში ცხოვრობს.

„აქ გაიცემა ასეთი ტიპის დავალებები, მაგალითად, არა ცენტრში, არა თბილისში, არა ლიდერებზე, მაგრამ რაიონებში რამდენიმე აქტივისტის დაჭრა მოხდეს. ეს იმისათვის, რომ შემდეგში ადვილი იყოს სხვების დაშინება ასეთივე ანგარიშსწორებით. მაგალითად, შაქრო კალაშოვი ერევანშია, მას შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს ხელისუფლებასთან და იქ გადაჰყავთ მუდმივად ადამიანები, რომლებიც იღებენ ასეთი ტიპის დავალებებს და ამაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშუალოდ მინისტრი. კოორდინატორი კი კახა კალაძე გახლავთ,“ – განაცხადა გივი თარგამაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტში პარაგვაის რესპუბლიკის კონგრესის დელეგაცია იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე: ,,ქართულმა ოცნებამ” დანაშაულებრივ სამყაროსთან კონტრაქტი განაახლა