გივი მიქანაძე იუნესკოს ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი, გივი მიქანაძე, რომელიც ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, იუნესკოში ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელს, სოურია საად-ზოის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ახალგაზრდობის პოლიტიკის კუთხით გაწეული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. იუნესკოს ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა დისტანციური სტაჟირების პროგრამა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გლობალური პანდემიის დაწყებამდე დაინერგა. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა გასულ კვირას ფრაქცია “ქართული ოცნების” მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირების მნიშვნელობა, რომელიც, მისივე შეფასებით, ბევრ ახალგაზრდას კარიერულ წინსვლაში შეუწყობს ხელს.

მხარეები აქტიურ კოორდინაციაზე, ერთობლივი ტრენინგებისა და პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე შეთანხმდნენ. გივი მიქანაძის ინიციატივის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის აპარატის თანამშრომელი იუნესკოს ახალგაზრდობის განყოფილებაში 6 თვიან სტაჟირებას გაივლის.

banner
წინა სტატიაშიკობახიძის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება – ხელს მოვაწერთ საერთო წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნება – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაოცნება ომს მოწინააღმდეგეების განადგურების შანსად ხედავს, პუტინის მსგავსად – კრამერი და კელი