კობახიძის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება – ხელს მოვაწერთ საერთო წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნება – დეკანოიძე

კობახიძის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება – ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ხელს მოვაწერთ საერთო წერილს, რომელიც ბრიუსელში გაიგზავნება,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ისინი ევროპელ პარტნიორებს კანდიდატის სტატუსის მიღების აუცილებლობაზე ესაუბრებიან და ხელისუფლების ბრალდებები სასაცილოა.

“სასაცილოა ასეთი განცხადებები, თუ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რაიმე დაბრკოლება არსებობს, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ჩვენ ვნახეთ მათი ანტიდასავლური, ანტიამერიკული განცხადებები, სადაც ევროპარლამენტარებს კრიმინალებს უწოდებენ, მაგალითად, კარლ ბილტს უწოდებენ კრიმინალს და ა.შ. ამიტომ სულ არ მაინტერესებს კობახიძის განცხადებები, ჩვენი მთავარი ამოცანა რაც არის, არის ის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ჩვენ ამაზე ვესაუბრებით ევროპელ პარტნიორებს, ჩვენი პარტია მიდის ბრიუსელში და ამაზე გვექნება საუბარი. ჩვენ მოვაწერთ ხელს იმ საერთო წერილს, რომელიც გაიგზავნება ევროკავშირში. ეს არის სასაცილო განცხადებები და მე საერთოდ არ ვუყურებ სერიოზულად ამ განცხადებებს, ბოლო დროს კობახიძის განცხადებები სულ უფრო არასერიოზული ხდება”,- განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშივიდრე ყველა ამოცანა არ შესრულდება, რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციას გააგრძელებს – შოიგუ
შემდეგი სტატიაგივი მიქანაძე იუნესკოს ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა