გივი მიქანაძე დელეგაციასთან ერთად ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრ ოდედ ფორერთან შეხვედრა გამართა.

გივი მიქანაძემ საქართველოდან ისრაელში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებულ პოზიტიურ და მზარდ დინამიკაზე ისაუბრა. ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის დარგში ისრაელის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა მინისტრს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალი გააცნო. რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა იმ სახელმწიფო პროგრამებზე, რომელიც ფერმერული და სამაცივრე მეურნეობების განვითარებას უწყობს ხელს. შეხვედრაზე, ასევე, მიმოხილულ იქნა სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებიც.

ოდედ ფორერმა ისრაელში, სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი საქართველოს ვიზიტით ეწვევა და მინისტრს დასკვნებს წარუდგენს. მასპინძელმა მხარემ საქართველოს მხარდაჭერისთვის სრული მზადყოფნა დაადასტურა.

შეხვედრას ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, ლაშა ჟვანია, თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილი, აფულას მერი, ავრაჰამ ელკაბეტცი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიკარგი იქნება, თუ იტყვიან, ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრაზე რა თემებზე იყო, ვისურვებდი, უფრო მეტი ღიაობა იყოს ამ შეხვედრის შესახებ ერთი ან მეორე მხრიდან – ზარქუა
შემდეგი სტატიალიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა