ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლიეტუვამ მოსკოვის მართლმადიდებელ პატრიარქ კირილს რუსეთის მხარდაჭერის გამო, რომელიც უკრაინაში შეჭრას აგრძელებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

პატრიარქი კირილი არასასურველ პირთა სიას 23 ივნისს დაემატა და ამის შესახებ აქამდე ცნობილი არ იყო.

ლიეტუვის შსს-ს ცნობით, სიაში პატრიარქი კირილი იმიტომ მოხვდა, რომ მიზანმიმართულად უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

„პატრიარქი კირილი, ვლადიმირ პუტინის ახლო თანამოაზრე, არის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, რომელსაც არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგივი მიქანაძე დელეგაციასთან ერთად ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაპირველად ვერსიაში, რაც სამოქალაქო სექტორმა შემოგვთავაზა, იყო ორმაგი 2/3- ის პრინციპი, რაც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციაშიც და უმრავლესობაშიც უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს ომბუდსმენის ახალ კანდიდატს – ვაშაძე