“გირგვლიანია მსხვერპლი, მე მსხვერპლი არ ვარ” – ლევან მურუსიძე

„კარგი იქნებოდა, ვთქვათ, რომ საერთოდ ამ საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ რა ვქნა, შემხვდა და უნდა განმეხილა,“ – ეს განცხადება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

ლევან მურუსიძე ამბობს, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე მიიღო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება. მისი თქმით, ხარვეზები საქმეში იყო, მაგრამ უსამართლო გადაწყვეტილება არ მიუღია.

„საუბრობენ იმაზე, რომ ლევან მურუსიძეს შესაძლებელია, რომ ჩაედინა გმირობა და რეალურად ან მანტია გაეხადა პროტესტის ნიშნად, ან სხვა მოქმედება. კი, ბატონო, მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა უნდა ჩამედინა-არჩამედინა, ეს საკამათო თემაა, მაგრამ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ იმ პირობებში, რაც პირობებშიც საქმე იყო ამოსული უზენაეს სასამართლოში ანუ პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობდა ბრალდების მხარის საჩივარი, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მიიღო სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მივიღე,“ – განაცხადა მურუსიძემ.

მოსამართლის თქმით, ის სისტემის მსხვერპლი არ ყოფილა. მურუსიძე ამბობს, რომ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება.

„სანდრო გირგვლიანია მსხვერპლი, მე არაფრის მსხვერპლი არ ვარ,“ – ამბობს მურუსიძე.

„ჩვენ შეიძლება, მურუსიძის თემა გავყოთ ორ ნაწილად – მურუსიძე, როგორც მოსამართლე და როგორც სასამართლოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. თუ გაინტერესებთ მურუსიძე, როგორ კონკრეტული საქმეების მოსამართლე, მე ამაზე პასუხი მაქვს გაცემული ყველა საქმეზე და თქვენ შეგიძლიათ, ეს დამაჯერებლად მიიჩნიოთ, ან არადამაჯერებლად. 2013 წლის შემდეგ, მე მიმაჩნია, რომ ჩემი ხელმძღვანელობით, რეალურად, სასამართლომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი დამოუკიდებლობისაკენ და მოსამართლეები რომ არიან დამოუკიდებლები, ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, მოქალაქეებს განწყობა, რომლებიც სასამართლოში მიდიან. ეს მინდა დაინახოთ, რომ ლევან მურუსიძე, როგორც სასამართლოს ლიდერი 2013-დან 2019-წლამდე ძალიან ბევრი კარგი რამე გაკეთდა  და სასამართლო წავიდა დამოუკიდებლობისკენ,“ – განაცხადა მურუსიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლე ამბობს, რომ პოლიტიკური დავალება არასდროს შეუსრულებია და ის არც არასდროს მიუღია. ამის დასამტკიცებლად ერთ-ერთ არგუმენტად კი იმას ასახელებს, რომ ნაციონალური მოძრაობის არც ერთ ლიდერთან მას ახლო უერთიერთობა არ ჰქონია. თუმცა, ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლო დამოუკიდებელი არ ყოფილა.

 

https://youtu.be/CSdLr03TLiI

 

 

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე: ეს არის გუნდი, რომელიც ცდილობს, რომ გააკეთოს კეთილი საქმე
შემდეგი სტატიამურუსიძე ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე “გმირობას ვერ გამოიჩენდა” და ახლაც იგივეს გააკეთებდა